ქეთევან გელაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


დეზინფორმაციული ნარატივები ნატო-სა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ
დეზინფორმაციული ნარატივი N1 - საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, რუსეთი ამას არ დაუშვებს!
-
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო-ში) გაწევრიანების დაწყების პროცესი, პირველ რიგში, არაწევრი ქვეყნის მხრიდან ამის შესახებ სურვილის გამოხატვას ეფუძნება. შემდეგი ნაბიჯი უკვე სახელმწიფოს მხრიდან ნატო-ს პრინციპებისადმი (დემოკრატია და კანონის უზენაესობა) ერთგულების ჩვენებაა. მნიშვნელოვანია, შეფასდეს ქვეყნის მზაობა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტანდარტების თვალსაზრისით.
-
წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც აუცილებლად გასატარებელი რეფორმების შესახებ მითითებებს მოიცავს.
-
ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ყველა იმჟამინდელი წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. ჩრდილო ატლანტიკური საბჭო გადაწყვეტილების მიმღები ის ორგანოა, რომელიც, თითოეული წევრი ქვეყნის წარმომადგენლის მეშვეობით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დისკუსიებსა და განხილვებში.
-
არაწევრ ქვეყანას არ შეუძლია ხელი შეუშალოს, შეცვალოს ან სხვა სახის გავლენა იქონიოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ამით უზრუნველყოფილია ნატო-ს კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა.
დეზინფორმაციული ნარატივი N2 - სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება, საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება!
დეზინფორმაციული ნარატივი N3 - საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე უარის თქმა მოუწევს!
დეზინფორმაციული ნარატივი N4 - ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ საქართველოში მისი სამხედრო ბაზები ავტომატურად განთავსდება!
წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ბაზის ავტომატურად განთავსება არ ხდება და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია ალიანსსა და წევრ სახელმწიფოს შორის არსებულ შეთანხმებაზე, უფრო კონკრეტულად კი, წევრი სახელმწიფოს სურვილზე.
დეზინფორმაციული ნარატივი N5 - ნატო, საქართველოს გამო, რუსეთთან ომს წევრობის შემთხვევაშიც არ დაიწყებს!
-
ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა. მის მიზანს თავდასხმა ნამდვილად არ წარმოადგენს!
-
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიან ალიანსზე თავდასხმად განიხილება!
-
წევრობის შემთხვევაში, საქართველოზე მე-5 მუხლი ისევე გავრცელდება, როგორც სხვა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე!
დეზინფორმაციული ნარატივი N6 - ნატოს თავისი არსებობის განმავლობაში კონფლიქტი არასდროს მოუგვარებია
ნატო-ს ოპერაციების შედეგად ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში გაფორმდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება. სწორედ ამან შეაჩერა შეიარაღებულ მხარეებს შორის შეტაკებები!


ნატო-ს ოპერაციების შედეგად ჩრდილოეთ მაკედონიასა და ამბოხებულ ალბანელებს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო!

დეზინფორმაციული ნარატივი N7 - საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი საუკეთესო არჩევანია
თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), მკვლევარი